11:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 09:28:32, 873 ნახვა

საზოგადოება
IRI - მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არასწორი - 54%;
  • სწორი - 39%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 7%.

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics