|
2023-11-15 15:47:52, 751 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა
პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში გატარებული სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ ერთი მხრივ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ამ პერიოდში შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საკრედიტო რეიტინგები,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 2023 წლისთვის სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიხედვით, საქართველომ ისტორიულად საუკეთესო BB პოზიტიური რეიტინგი დააფიქსირა. „ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი საკრედიტო რეიტინგების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ფისკალური სექტორია, რაც აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებისა და რეიტინგების მიერ. საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე ბიუჯეტის ღიაობის მიხედვით, რაც მოიცავს ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის სტანდარტების შეფასებას. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც კარგი მაგალითი მსოფლიოსათვის; მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველზე მოწინავე ბიზნესგარემო და დაბალი გადასახადები, მაგრამ ამავე დროს, გვაქვს ძალიან ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველ წელს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი წარმოგიდგინოთ და ამავდროულად, ფისკალურ კონსოლიდაციას ვახორციელებდეთ", - ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)