|
2023-11-15 14:42:20, 642 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი გინტურის მკვლელობაზე - რუსებმა ზუსტად იცოდნენ, ვის ესროდნენ - დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების სიები
რუსებმა ზუსტად იცოდნენ, თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, "რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს". "კიდევ ერთხელ თამაზ გინტურზე - რუსების მიერ გამოგდებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ თამაზი იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა. რუსებმა ზუსტად იცოდნენ, თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი და კიდევ, პატრიარქის განცხადებამ გარკვეულწილად გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა მღვდელმსახური, რომელმაც ქართულ მიწაზე ოკუპანტების პრიმატი გამოაცხადა, ეკლესიაში დარჩა, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს, როდესღაც საქართველოს ჰქონდა ამის თავი და შესაძლებლობა და ასეთ თავდასხმებს იმიტომაც ვერ გვიბედავდნენ. დაუსჯელობის სინდრომი რაც ახალისებს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, გინტურის და სხვა ტრაგედიებს და მღვდლის განცხადებები კი, ყველაფერ ამის "გაპრავებას" ემსახურება. სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს. საქართველოს ეკლესია ტრადიციული, პატრიოტული ფასეულობების მატარებელია და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აღკვეთავს ამ რუსულ მანიპულაციებს!"- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)