21:48 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 20:06:44, 1441 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

ლენარიჩმა აღნიშნა, რომ ზამთრის დადგომა უკრაინელი მოსახლეობის ისედაც დაუცველ ფენებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი - უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.

„რადგან რუსული რაკეტები ანადგურებს უკრაინას, ჰუმანიტარული საზოგადოება მზად უნდა იყოს, დაეხმაროს ყველაზე დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან ზამთრის მძიმე თვეებში“, - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე)

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics