|
2023-11-14 13:27:12, 620 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - მსურს, ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც უდანაშაულო ქართველის სისხლს არავის შეარჩენს
მსურს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და მსურს, ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას, რომელიც არავის არაფერს შეარჩენს, მით უმეტეს, უდანაშაულო ქართველის სისხლს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, "გარეწარი რუსები", ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, მიიღებენ იმ სასჯელს, რომელსაც ქართული კანონმდებლობით იმსახურებენ. „მჯერა, მოვა დრო და ის გარეწარი რუსები, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, საქართველოს სასამართლოს დარბაზში, სასამართლოც რომ თავისუფალი იქნება, მიიღებენ იმ სასჯელს, რომელსაც ქართული კანონმდებლობით იმსახურებენ. ესენიც, ოთხოზორიას მკვლელებიც და ტატუნაშვილის მწვალებლებიც მიიღებენ სასჯელს, ასეთი საქართველო და ასეთი ხელისუფლება გვინდა რომ გვყავდეს ოდესმე მაინც", - განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)