|
2023-11-14 13:33:48, 490 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შეგიძლიათ ნახოთ IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევის მონაცემები და ყველა კვლევაში ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ
შეგიძლიათ ნახოთ IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევის მონაცემები და ყველა კვლევაში, ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, საბოლოო ჯამში გახსოვთ, როგორი იყო არჩევნების შედეგები: ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "როდესაც არჩევნების შედეგების პროგნოზირებას ვერასდროს ახერხებ და მაინც გაქვს სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ამბიცია, ეს პრობლემაა, რაზეც მმართველი გუნდი ღიად ესაუბრება როგორც NDI-ის, ისე IRI-ის წარმომადგენლებს". "როდესაც ვერც ერთხელ ახერხებ, არჩევნების შედეგების პროგნოზირებას და მაინც გაქვს ამბიცია, რომ ჩაატარო სოციოლოგიური კვლევები, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ჩვენ ამაზე ღიად ვესაუბრებით როგორც NDI-ის ისე IRI-ის წარმომადგენლებს. ასევე როდესაც ვერ ახერხებ მონაცემების შეწონვას, ე.წ. ალოკაციას, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აქ მინიმუმ, პროფესიონალიზმთან არის პრობლემა. შეწონვა ნებისმიერ კვლევით ორგანიზაციას შეუძლია, შეგიძლია ნებისმიერი მონაცემი 100 პროცენტზე დააჯამო, რასაც პრინციპულად არასდროს აკეთებს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც IRI-სთან მუშაობს, იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ „ნაცმოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, იმასაც გაყალბებულს დებს, რასაც აქვეყნებს და პლუს შეწონვა არაფრით არ აწყობს, ეს არის რეალურად სურათი", - განაცხადა კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)