|
2023-11-13 20:58:40, 617 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა გვიწევს
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ მოვიხსნიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო მმართველ პარტიას "მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა" უწევს. „სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა, პრემიერ-მინისტრ და ჩვენ. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, რადგან იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხზე, მთელ მსოფლიოს რომ დავანახეთ, ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ჩვენი მხრიდან ეს დაფიქსირდა, გახმოვანდა, ამით ხაზი გავუსვით ამ დარღვევის მნიშვნელობას, ეს რომ არ ყოფილიყო, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უხერხულ და საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს მთავრობას და ხალხს“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)