|
2023-11-13 19:38:50, 679 ნახვა
პოლიტიკა
კლეიტონი - ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა EU-ში გაწევრიანებისთვის, რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის
ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა განაცხადა. კლეიტონის თქმით, საქართველოს ნამდვილად აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა "და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, საქართველო გახდება ნატოს წევრი და დიდი ბრიტანეთი მყარად დგას ამ პოზიციაზე". "ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი კი ნიშნავს, რომ თავად იღებთ ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. საქართველოს ნამდვილად აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, საქართველო გახდება ნატოს წევრი და დიდი ბრიტანეთი მყარად დგას ამ პოზიციაზე. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის, იქნება ეს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი თუ არსებითი საქართველო-ნატოს პაკეტი და მოკავშირეებიც ამ ქვეყანას ძალიან ეხმარებიან. თუმცა, ნატოს წევრობა არ არის მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობაზე დამოკიდებული. ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე საჭიროა ნატოს წევრობისთვის", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)