10:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 17:30:53, 771 ნახვა

საზოგადოება
განსაზღვრულ მონაკვეთებში ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება - რას გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა იგეგმება. 

ცვლილების მიხედვით, ზამთრის პერიოდში, მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მას მართვის მოწმობაზე 5 ქულა დააკლდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით, მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში [უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები]  1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდს შეეხება.

მისი თქმით, საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს მთავრობა დაადგენს.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება დაადგინოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics