|
2023-11-13 15:17:29, 564 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო - საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 70 მლნ ევრო გამოიყოფა
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა "საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფანი დელფიმ. "ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. 70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია 35 მლნ ევრო და ითვალისწინებს:
35 მლნ ევრო გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს:
პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს საქართველოს მელიორაციასთან ერთად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)