|
2023-11-13 12:48:32, 525 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონში იუსტიციის სახლი იხსნება
საქართველოს მასშტაბით რიგით 118-ე ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში 14 ნოემბერს გაიხსნება. ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას კომფორტულ და თანამედროვე გარემოში შეძლებს. ასევე, ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობა სპეციალურ სარიტუალო სივრცეში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალაქ ზესტაფონში იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მობილური იუსტიციის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და ზესტაფონის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდებს ყველა მათთვის საჭირო სერვისს. "იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალის გახსნით, მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გაიზრდება ერთ სივრცეში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობა. ამასთან, ზესტაფონის იუსტიციის სახლში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ზესტაფონის იუსტიციის სახლი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. იუსტიციის სახლის დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)