|
2023-11-11 18:03:47, 1050 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს
სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას. „კითხვაზე, თუ რატომ არ ენდობიან სალომე ზურაბიშვილს, საგარეო პოლიტიკის წარმართოს, თავად გასცა დამაჯერებლად სრულყოფილი პასუხი, როდესაც საფრთხის ქვეშ ჩააგდო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა. სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც ქვეყნის პოზიცია უნდა გაჟღეროს“, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)