|
2023-11-10 16:38:38, 976 ნახვა
პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - მე ვიძახი, რომ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ კირბალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საბოდიშო არაფერი აქვს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რაზმაძეს ოპოზიციონერმა წევრებმა ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ კი, საკრებულოს დეპუტატებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. "მე ვიძახი, რომ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, უნდა დავუჯეროთ სამართალდამცავ ორგანოებს",- თქვა რაზმაძემ საკრებულოს სხდომაზე. მანვე მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადგილობრივები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირად "შეგნებულად გადადიან". "არის რაღაც მომენტები, როცა გადადიან იქ. ის მომენტებიც არსებობს, როცა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც შეიძლება გაიტაცონ, ეს შემთხვევებიც არსებობს, ამაზეც მუშაობს სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, სწორედ ამაზე მქონდა აქცენტი გუშინ გაკეთებული, ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში არაადეკვატურია და ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს",- თქვა რაზმაძემ. ცნობისთვის, მანამდე, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ "TV მონიტორინგთან" ინტერვიუში თქვა, რომ "რამდენი ვიღაც დალევს და მერე მოუნდება გადავიდეს, იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება". 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)