|
2023-11-10 13:53:09, 937 ნახვა
პოლიტიკა
DRI - ომბუდსმენმა ირაკლი ბებუას გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით კონსტიტუციური მანდატი უნდა გამოიყენოს
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია,- აღნიშნულის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაშია ნათქვამი. DRI-ის განცხადების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება. „ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დღეები, შესაძლებელია სრულად მოხდილად ჩაეთვალოს. აფხაზეთის დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლებელია პირის ვადამდე გათავისუფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება. ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 2023 წლის ოქტომბერში ოჯახის ნათესავმა აღნიშნა: „ბოლო ორი თვეა ძალიან სტკივა თავი, ხერხემალი, კუჭი. ამას ემატება დეპრესია, არ დგება, საკნიდან არ გამოდის. წამლებიც არა აქვს, მარტო გამაყუჩებელს თუ აძლევენ, თორემ რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაუნიშნონ, ეს არ ხდება“. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ:
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით 1-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა ხელყუმბარის ქონის გამო დაუმძიმეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)