|
2023-11-10 13:36:12, 869 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია ჩამოართვა - მისი მოგზაურობა აღარ არის ვიზიტი
სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, მას უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ეს უკვე აღარ არის ვიზიტი, ასეთ მოგზაურობებს ამ მხრივ უნდა შევხედოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში თანამდებობაზეა ადამიანი, რომელიც "საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს". "ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. 18 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ეს უკვე აღარ არის ვიზიტი, ასეთ მოგზაურობებს ამ მხრივ უნდა შევხედოთ. მეორე საკითხია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა უკვე დანამდვილებით იცის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამით აჩვენებს, რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც კონსტიტუცია დაადგინა და არანაირ პატივისცემა არ აქვს ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოცემულობა. ვფიქრობ, საკითხის მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება არ არის საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეკითხვაზე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე „ქართული ოცნების“ პირველი ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართა, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, პაპუაშვილმა ასე უპასუხა: „ვერ გეტყვით. მგონი, ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მთავარია, ფაქტი დადგინდა, რომ კონსტიტუცია დარღვეული იყო. ასევე, ფაქტია, რომ კონსტიტუცია კვლავ ირღვევა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო უმრავლესობის სახით, ლეგიტიმაცია ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ვფიქრობ, საკითხს ზედმეტი გადაჭარბების გარეშე უნდა შევხედოთ“, – დასძინა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)