|
2023-11-10 13:18:01, 704 ნახვა
საზოგადოება
დარახველიძე გინტურის მკვლელობაზე - ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ დადგინდეს, რა მოხდა და ვისი ბრალეულობა იყო
ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა, ზუსტად რა მოხდა და ვისი ბრალეულობა იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას განაცხადა. დარახველიძის თქმით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხა რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილიც. "ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა, ზუსტად რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ბუნებრივია, ვატარებთ შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს, ექსპერტიზებს, ასევე მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც შეიძლება ამ საქმეზე შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც ეს უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. ჩვენ ჩავატარეთ მასთან [ლევან დოთიაშვილი] შესაბამისი გამოკითხვა, მოგვაწოდა ინფორმაცია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა", - განაცხადა დარახველიძემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)