10:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 09:12:24, 900 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - პრემიერის განცხადებამ გამახარა - ევროკომისიის ზუსტ გადაწყვეტილებას ნიშნავს

ევროკომისიის გადაწყვეტილება გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე - პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?- პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "გახარებულია, ვინაიდან ის ევროკომისიის ზუსტ გადაწყვეტილებას ნიშნავს".

„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ…

ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached, უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics