13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 21:32:44, 756 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია - ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას

ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული.

ილია მეორე იმედოვნებს, რომ დიდი ევროპული ოჯახის წინსვლაში საქართველოც ღირებულ წვლილს შეიტანს.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება, განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“, - ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics