|
2023-11-09 16:32:54, 605 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. „გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. მიმდინარე წელს იგეგმება ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)