06:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 14:45:33, 1074 ნახვა

სამართალი
„დროა“ - უკრაინამ ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინამ ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია Bolero & Company-ს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროა" ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, უკრაინა კარიჭაშვილს სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში სდებს ბრალს.

"ვახტანგ კარიჭაშვილს, რომელიც ბოლო კვირის "მონათა სიაში" მოხვდა, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორს, "ოცნების" მსხვილ შემომწირველსა და სანაცვლოდ ტენდერების თუ სხვა გზებით ბიუჯეტის ფულის მიმღებ ბიზნესმენს, უკრაინამ დღეს სანქციები დაუწესა. უკრაინა მას სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში ამხელს.

ჩვენ ვაწვდით და მომავალშიც მივაწვდით ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ძირს უთხრიან პროდასავლურ კურსს, დემოკრატიას და აძლიერებენ რუსულ გავლენებს საქართველოში",- ნათქვამია "დროას" განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სანქციების პორტალზე ვახტანგ კარიჭაშვილის შესახებ ინფორმაცია უკვე იძებნება.  

"სწორედ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, არის აგრესორ ქვეყანაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც აგრძელებს მიწოდების გაზრდას და ბიზნესის კეთებას სანქცირებული პირების მიერ კონტროლირებად რუსულ კომპანიებთან", - აღნიშნულია პორტალზე, რომელიც "ომი და სანქციები" უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics