|
2023-11-09 11:13:41, 642 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - გადაწყვეტილებით ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს - ფოკუსი ხალხზე იყო
ევროკომისიის გადაწყვეტილებით უკვე ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახევ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. გრეგოროვას თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, ფოკუსი ქართველ ხალხზე იყო. "რეკომენდაცია თავისთავად კარგია, უნდა დაველოდოთ ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში, თუმცა ეს უკვე დიდი სიგნალია, რომ საქართველოს დეკემბერში მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ კომისია ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის სამუშაო, ამ გადაწყვეტილებით უკვე ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. უკვე მესმის იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" ამბობს, თითქოს დეკემბრის გადაწყვეტილება მათი დამსახურება იქნება, მაგრამ გარკვეულწილად არ ვეთანხმები. მათ ჩაატარეს დიდი სამუშაო, მაგრამ ამავე დროს, დაუშვეს ბევრი შეცდომა, რამაც გამოიწვია ეჭვები ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, რეალურად უნდათ თუ არა მათ ევროკავშირის გზაზე დგომა. ამიტომ, ვიტყვი, რომ ფოკუსი ქართველ ხალხზე იყო", - განაცხადა გრეგოროვამ. შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)