11:41 - 12 May, 2026
|
2023-11-08 22:52:21, 608 ნახვა
პოლიტიკა
სანდუ - ზურაბიშვილთან საუბრისას მას და ქართველ ხალხს EU-ში გაწევრიანების გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. სანდუს თქმით, საუბრისას მან სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცა. „პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილი“, - წერს სანდუ. ცნობისთვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)