|
2023-11-08 18:26:28, 559 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით კიდეც, ოღონდ საქართველოს პრეზიდენტმა გაიგოს, რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები
თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით კიდეც, ოღონდ გაიგოს საქართველოს პრეზიდენტმა, რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: „აპირებს თუ არა „ქართული ოცნება" თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან". „ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებასა და აღსრულებაშიც, არანაირი პრობლემა გვაქვს, პირიქით“,- აღნიშნა მდინარაძემ. როგორც მდინარაძე განმარტავს, რომ "ყველა სირთულის" მიუხედავად, მმართველი პარტია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან. „როგორ მიგაჩნიათ, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, ევროპისკენ რომ ისწრაფვის იმ ქვეყნის ხელისუფლება შეძლებს მარტივად თანამშრომლობას იმ პრეზიდენტთან, ან სხვა თანამდებობის პირთან, ან ინსტიტუტთან, რომელიც რუსულ ნარატივს აბრალებს, აწებებს ხელისუფლებას და ცდილობს იმ ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფების მავნებლურ რიგში ჩადგეს, რომელიც დაკავებულია საკუთარი ქვეყნის არჩევანის გარუსებით. მარტივია? ამ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ თავისი კომპეტენცია გაიგოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით თავისი უფლებამოვალეობების განხორციელებაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)