|
2023-11-07 15:09:47, 621 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო პირი - ტაძრებს რუსი და ოსი ხალხი გვირჩევნია
თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ ხალხი გვირჩევნია, - ამის შესახებ სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად მისულმა დეკანოზმა, ანდრია მიდოდაშვილმა განაცხადა. მიდოდაშვილის თქმით, საზოგადოებამ "მტრის ხაფანგებს და გამოწვევებს ქრისტესთვის სათნოდ" უნდა უპასუხოს. "ეს მსხვერპლი, დაე, სოფელს, ჩვენსა, რუსებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში გახდეს არა დაპირისპირების კანდელი და სანთელი, არამედ კვლავ მისი მსხვერპლი სოფელს ექცეს როგორც მფარველი, სოფლის, რეგიონის მფარველი... ჩვენ მტრის დაგებულ ხაფანგებს და ასეთ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ქრისტესთვის სათნოდ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სანთლად სიბნელის განსაქარვებლად. თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს. ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - განაცხადა მიდოდაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)