20:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 13:51:53, 857 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად, საქართველოს შეუძლია, მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებს დაეყრდნოს

გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ფიშერის განცხადებით, საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად.

"გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად", - წერს ფიშერი.

ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics