12:23 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 00:01:05, 966 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს - მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული

ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს! მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი.

"ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს! მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება!

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, ვინც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა.

დღეს ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა.

მათი უამრავი გაფუჭებული გამოვასწორეთ, დამალული მტკიცებულებების და შეგნებულად არასწორად ნაწარმოები საქმეების მიუხედავად ჰააგაც მოვიგეთ და სტრასბურგიც, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი, წინა ხელისუფლების მიერ და დროიდან დატოვებული უდიდესი პრობლემა - რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი უმძიმესი შედეგები. კოლექტიური ნაცმოძრაობა კი ბედავს ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი!..

საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი!", - წერს მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics