|
2023-11-06 11:31:42, 1472 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი 128-ე ბრიგადაზე - ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, თუ როგორ მოხდა ტრაგედია და ვისი ბრძანებები იყო არასწორი. „ჩემი სამძიმარი დაღუპული მეომრების ყველა ნათესავსა და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თავდაცვის მინისტრმა, უმეროვმა მაცნობა ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ და რა განკარგულებებს იძლეოდა. ტრაგედიის ფაქტზე დარეგისტრირდა ასევე სისხლის სამართლის წარმოება. გრძელდება შესაბამისი გამოძიება. მთავარია, დადგინდეს სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა და მსგავსი მეტი არ დავუშვათ. თითოეულმა სამხედრომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში იცის, როგორ უნდა მოიქცეს ღია ცის ქვეშ, როგორ იზრუნოს უსაფრთხოებაზე“,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. "უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, 3 ნოემბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა სოფელში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადაზე რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. იერიშს, რომელიც სავარაუდოდ, არტილერიის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მოხდა, 20-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 4 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უწყების გენინსპექციას ტრაგედიის გამოძიება დაავალა. მომხდარის გამო გამოცხადდა სამდღიანი გლოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)