23:02 - 09 Jun, 2026
|
2023-11-06 10:28:16, 1430 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში რუსების იერიშის შედეგად ხელოვნების მუზეუმის შენობა დაზიანდა [ვიდეო]
ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხელოვნების მუზეუმის შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც კიპერმა Telegram-ზე დაწერა, 6 ნოემბერს ოდესის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს 124 წელი უსრულდებოდა, "რუსეთმა კი ასე მიულოცა ეს თარიღი უკრაინას". კიპერის თქმით, დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია მინები. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ოდესაზე Kh-31P-ის ტიპის რაკეტით მიიტანეს იერიში. თავდასხმისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა შენობები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)