21:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 15:13:59, 711 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში ჩვენი 39 მოქალაქე დაიღუპა

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 39 მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ისრაელში კიდევ 9 საფრანგეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია.

ამასთან, როგორც საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, კონტაქტზეა არიან დაკარგული პირების ოჯახებთან.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics