|
2023-11-03 21:17:48, 1464 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
მერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის $425 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ $125 მილიონი დოლარი გამოიყოფა დამატებითი შეიარაღების გადასაცემად, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს. ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს ( AIM-120 AMRAAM/ AIM-9 ) NASAMS-ს საჰაერო თავდაცვის სისტემათათვის. GMLRS-ის რაკეტებს M142 Himars-ის სარაკეტო სისტემათათვის. FGM-148 JAVELIN-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას. 3 მილიონზე მეტი ვაზნა და ყუმბარა ცეცხლსასროლი იარაღებისა და მათი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნებისთვის. ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა. CLAYMORE-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, 12 სამხედრო-სატვირთო მანქანა $300 მილიონი დოლარი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გასაძლიიერებლად გამოიყოფა- დიდი ალბათობით, აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის საბჭოთა BUK M1-ისა და STRELA-10/OSA-AKM-ების ინტეგრაციას ამერიკულ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებთან- Rim-7 Sea Sparoow-ებთან და AIM-9M Sidewinder-ებთან. ამასთან, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო დახმარების ფარგლებში მიწოდებული შეიარაღების „გაფლანგვის“ , მოპარვისა და მათი შავ ბაზარზე გაყიდვის მცდელობები არ დაფიქსირებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)