04:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 16:27:50, 1005 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს ბოროტებას, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება

არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს ბოროტებას, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს და "ცაჰალის" ჯარისკაცებს მიმართავს.

ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს მორიგ ფურცელს ებრაელი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლაში. 

„ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს მორიგ ფურცელს ებრაელი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სინათლე არ დაამარცხებს სიბნელეს, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს უკიდურეს ბოროტებას, რომელიც ჩვენ და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ძვირფასო გმირებო, როდესაც მისიის შესრულებას გავალებთ, დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს. გენდობით, მეამაყებით და მიყვარხართ“, - წერს ნეთანიაჰუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics