|
2023-11-03 15:55:39, 657 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-ზე - თუ შიგნიდან გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ
თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას ოპოზიციის წარმომადგენლებს. სააკაშვილის თქმით, მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბებიან და ერთობლივად მოუხდებათ ყველაფრის კეთება, ამიტომ "შიგნიდან რყევა" საჭირო არაა. "მინდა, გითხრათ შემდეგი რამ, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები, თუ ეს საქართველოს ინტერესს ეხება. მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება, ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ, კი ბატონო, გადით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ... მინდა გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვეთ, რატომ ვიყოფთ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს, საბოლოო ჯამში, მაინც გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. ყველას მიმართ უკიდურესად კეთილგანწყობილი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)