18:59 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 14:48:06, 805 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი - ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტი-აპრილში დაიწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტი-აპრილში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, მშენებლობისთვის კი, ჯამურად 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

"ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით, ასეთი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics