|
2023-11-03 13:17:07, 647 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართავენ. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, ერთობლივი მიმართვის მიზანი ამ კუთხით საქართველოს პოზიციის გაძლიერებაა. "დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები, როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში შემავალი, ასევე დამოუკიდებელი წევრები ერთობლივ მიმართვას ვუგზავნით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მოცემულ ვითარებაში, როდესაც ქართველი ხალხის 90% მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსს და როდესაც საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია ევროპა, ამ მოცემულობაში ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ ერთობლივი მიმართვით გავაძლიეროთ საქართველოს პოზიცია და ჩვენი მოსახლეობის, რათა ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ჭრილში მიიღოს კანდიდატის სტატუსი",- თქვა აქუბარდიამ. "ლელოს" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ერთობლივ წერილს ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას პირადად გადასცემს. "მე მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მომავალ კვირას ვგეგმავ ვიზიტს ბრისელში, სადაც ამ წერილს პირადად გადავცემ ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუციების სხვა წარმომადგენლებს. რა არის ჩვენი გზავნილი? - ჩვენი გზავნილი არის მარტივი. საქართველოს დღეს ჰყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე. ყველა ხელისუფლება, მათ შორის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, არის დროებითი, მუდმივია მხოლოდ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები",- განაცხადა სამადაშვილი. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, "მაქსიმალური ძალისხმევა" იდება იმაში, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ "გადაწყვეტილების საბოტაჟირება ვერ მოახერხოს". "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სულ რამდენიმე დღეში, 8 ნოემბერს ევროკომისია მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, რას გადაწყვეტს შემდეგ მინისტრთა კომიტეტი, რომელიც იქნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. წინა ჯერზე, საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად საბოტაჟირება მოახდინა კანდიდატის სტატუსის, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ტრიოში მყოფი სხვა ქვეყნების - მოლდოვისა და უკრაინის აპლიკაცია იყო წარმატებული, საქართველომ წარმატება ვერ მოიპოვა. ამ ჯერზე, ჩვენ ვდებთ მაქსიმალურ ძალისხმევას იმაში, რომ საქართველომ მოიპოვოს წარმატება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რომ ქართველი ხალხის ხმა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე არის რუსული რეჟიმის მავნებლობა, რომელიც ახლაც ღიად ცდილობს გადაწყვეტილების საბოტაჟირებას",- განაცხადა ბოკუჩავამ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)