|
2023-11-02 12:37:52, 786 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „შავი ლომი“ ახალ სეზონს იწყებს
„თიბისის“ მხარდაჭერით, პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს. „თიბისი“ ქართული რაგბის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრობის შემდეგ კვლავ აქტიურად აგრძელებს ამ სპორტის ხელშეწყობას და ამჯერად „შავ ლომს“ ევროპის საკლუბო ტურნირზე დაუჭერს მხარს. „შავი ლომი“ წელს ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. გუნდი ევროპის სუპერ თასის ორგზის გამარჯვებულია და წელს გამარჯვებისთვის მესამედ იბრძოლებს, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერესი სარაგბო კლუბი ეწვევა. მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში, „თიბისი“ გუნდს აქტიურად უგულშემატკივრებს და მორიგი მსოფლიო აღიარების მოპოვებაში დაეხმარება. სუპერ თასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. თამაში განახლებული ფორმატით ჩატარდება. ტურნირის სადებიუტო თამაში 9 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ქართული გუნდი ინგლისს დაუპირისპირდება. მომდევნო ორი თამაში უელსსა და საფრანგეთთან შედგება, ტურნირი კი 20 იანვარს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასკვნითი ეტაპით დასრულდება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)