21:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 18:40:44, 775 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს - გერჰარდ კარნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში - ქეთევან ციხელაშვილი.

"ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ალექსანდრე დარახველიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და ვენის პოლიციის დირექციას ეწვია, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics