04:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 15:11:59, 1119 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

"27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა. მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics