|
2023-10-31 15:44:16, 682 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური წითლიძეს - შენ ხარ ბანძი ადამიანი, ფარჩაკი [ვიდეო]
შენ ხარ ბანძი, შენ ხარ ბანძი ადამიანი, ფარჩაკი,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას "დებილი" უწოდა. ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში რუსულ საქმეს სწორედ ექსპრეზიდენტი აკეთებს. „ბატონო იაგო, [ხვიჩია] დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უბრალოდ არ მინდა ახლა აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც კი, ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში. მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება მიაღწიოთ, დარწმუნებული იყავით, რომ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ მავზოლეუმში - აი, წითლიძემ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ, პატივი დაგდოთ და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით. აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ, გამორიცხულია, რომ მარტივად ხდებოდეს იქ, დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა, რას ლაპარაკობთ, გგონიათ ეგრე მარტივად იქნება ეგ ამბავი?! ან გიორგი ბარამიძე და სხვები დაგითმობენ, როგორ გგონიათ, ნახმარ ტანისამოსს?!... რაც შეეხება სერიოზულად რომ გითხრათ, გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება, იყო მსჯავრდებული ადამიანი, მათ შორის ძალიან მძიმე დანაშაულის გამო, მაგრამ იყო ღირსებისგან დაცლილი და იყო უფარჩაკესი... რა უნდა მოსთხოვო ამ ადამიანს, ხან ქართული რომ დაავიწყდა, ხან ქართული პოლიტიკიდან რომ მიდის. იაგო, ხომ შეხვდი სააკაშვილს? პარლამენტში არ მახსოვხარ ისეთი გამოწკეპილი იყავი სააკაშვილთან რომ შედიოდი და რომ შეხვდი, კაცურად მითხარი, ძალიან დიდის ამბით, თეთრი პერანგით რომ მიხვედი, რაზე ელაპარაკე?! არ კითხე ის, რომ ყველაფერზე რომ საუბრობ და არაფერზე არ ლაპარაკობ ეგ როგორ არის-თქო, ერთი არ კითხე რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი აქ?! მაინტერესებს ახლა, ელემენტარული ლოგიკა ხომ გაქვთ, თქვენ ხომ მაინც განსხვავდებით ანა წითლიძისგან და სხვებისგან, "ფარჩაკებისგან" და უმსგავსოებისგან, მაინტერესებს, სააკაშვილი რომ იძახის, თურმე, ახლა რუსები შემოვლენ და დაგვამხობენ ჩვენ - ჩვენ თუ რუსეთუმეები ვართ, როგორ დაგვამხობენ ეგ მაინტერესებს. მისი ეს აბსურდი, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები არ გაინტერესებთ, რომ პასუხი გასცეს, როგორ ხარჯავდნენ საკუთარი საჯდომის კორექციისთვის ფულს, ქართველი ხალხის ფულს?! ახლა გამოდიხართ და გონი დაატანეთო. ეგ ხომ შეურაცხყოფაა და არ გამოვა ეგ ამბავი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - თავის საჯდომებს მიხედოს ყველამ! რუსულ საქმეს აკეთებს სამადაშვილი და სხვები. აი, ქალბატონი სამნიძე აქ ზის და ხატია [დეკანოიძე] აქ არის - დააკონკრეტეთ, ვის გულისხმობდა. როცა კანდიდატის სტატუსი არის ახლოს და ქვეყანა იმსახურებს ამას, ახლა ატეხეთ ერთი ამბავი. ვინ აკეთებს რუსულ საქმეს, თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, კითხეთ სამნიძეს და ვინც ამას აკეთებს, ის არის რუსული საქმის გამკეთებელი და ვინ არის რუსულ საქმის გამკეთებელი - მიხეილ სააკაშვილი",- განაცხადა ღუდუშაურმა, რომელსაც ანა წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას მიმართა რეპლიკით - "დებილი ხარ", რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: "შენ ხარ ბანძი, შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი ახლა, წადი ახლა აქედან, წადი, შე ბანძო, გაიარე - ფარჩაკი, ბანძი".
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)