23:20 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 12:56:56, 540 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული - რა გეგმებიც გვაქვს დასახული, ყველაფერი ეტაპობრივად შესრულდება

არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილს აქვს აზროვნების დიდი შესაძლებლობა, ამიტომ, საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული და რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველა მათგანი ეტაპობრივად შესრულდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში შექმნილი საცობები გამოწვეულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განუხორციელებლობით, რომელთა შორისაა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა. 

„რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ყველა მათგანი იქნება განხორციელებული. ყველა პროექტს აქვს თავისი ეტაპები. ხედავთ, რომ ორი დიდი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ქალაქში - ერთი  არის უნივერსიტეტის  ქუჩაზე, რომელზეც მოძრაობა  ცალმხრივად შეზღუდულია, მეორე - კი წერეთლის გამზირზე. შესაბამისად, ხედავთ, როგორი მდგომარეობაა, როგორ ჭირს გადაადგილება დედაქალაქში. 

როგორ  წარმოგიდგენიათ, დღეს რომ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იყოს გადაკეტილი და იქ მიმდინარეობდეს სამუშაოები, რა სიტუაცია იქნებოდა ქალაქში? მე ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს და არც იმას ვფიქრობ, რომ მას აზროვნების დიდი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ, ამას საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის  თანმიმდევრული - ჩვენ რა გეგმებიც გვაქვს დასახული,  რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი ეტაპობრივად იქნება შესრულებული. ცხადია, ამასთანავე გვიწევს გარკვეული შეზღუდვები, რადგან  ერთობლივად ამხელა სამუშაოების წარმოება შექმნის უდიდეს პრობლემას დედაქალაქში, მაგრამ ეს ეხება  არა მხოლოდ კერძო ავტომობილების გადაადგილებას, არამედ პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ამიტომ ვცდილობთ, რომ  ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2-3 პროექტი იქნას განხორციელებული, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics