16:07 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 12:29:17, 619 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები "იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს".

როგორც კალაძემ სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება მისთვის საინტერესო არაა. 

„სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ იყო და დღეში ათჯერ კვდებოდა, შემდეგ სუსტდებოდა და თუ რამე დაავადება არსებობს, ყველაფერი სჭირდა. შემდეგ უცებ აღდგა და ერთ დღეში განიკურნა. არ ვიცი, საოცრებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, "საზოგადოების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული შოუს სერიოზულად აღქმა შეუძლებელია".

„ყველა ხვდება არსებულ რეალობას და საზოგადოება ამით ერთობა. არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ - იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით. ოღონდ არ ვიცი, რა ჰქვია. კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ და ხალხიც ერთობა. რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics