|
2023-10-31 11:45:26, 655 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია უმნიშვნელოვანესია
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა, რომელიც პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთო/ოდირს ხვდება, აღნიშნა, საკუთარ პარტიაში დემოკრატიასა და გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღებას "ყველა უნდა მიეჩვიოს". „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ეუთო/ოდირთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მუშაობდა კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, რომელიც წაადგება პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის და ეს უნდა იყოს იმპულსი და გადამდები სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის იმისთვის, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა უნდა მიეჩვიოს საკუთარი პარტიიდან შიდა დემოკრატიას, გადაწყვეტილებების მიღებას დემოკრატიულად, საჯაროდ დიდი დისკუსიით და იცით თქვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეც სწორედ ამ ფორმით შეირჩა, ძალიან მაღალი ჩართულობით, ისეთი ჩართულობით, რომელიც არა ახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის პარტია, რომლის შიდა პარტიულ არჩევნებში ამდენმა ადამიანმა, მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა",- ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე. ხაბეიშვილის თქმით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია ასევე 2024 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. "ასევე, ცხადია, მნიშვნელოვანია და ჩვენ აუცილებლად ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია იყოს ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანად, რადგან ვიცით ჩვენ კარგად, რომ არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს არის დიდი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია მოსყიდვასთან, შანტაჟთან და ძალადობრივ მოქმედებებთან. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ყველას კარგად ესმოდეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრეზიდენტ სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში, თუ იქნება სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად ტყვეობაში დატოვებული და იმ „ეფესბეს“ აგენტის ბრალის წარდგენის შესაბამისად, რისთვისაც ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ, ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილი არის ციხეში და ასევე, მნიშვნელოვანია, როცა გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო ოდირის იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, რადგან რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)