|
2023-10-31 10:39:20, 596 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვა - რეგულირების სააგენტომ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში შემოდის
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ, GMP სტანდარტით, იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემოწმების მიზანი, ქვეყანაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფაა. „პროექტის ფარგლებში, პირველი, ბანგლადეშში მდებარე, ის რამდენიმე საწარმო შემოწმდა, საიდანაც საქართველოს ბაზარზე, 35 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი შემოდის. ინსპექტირების ფარგლებში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ბანგლადეშში მდებარე Drug International Limited-ის სამ საწარმოში იმყოფებოდნენ. ადგილზე, დეტალურად შემოწმდა წარმოების პროცესი, შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საწარმოო და ხარისხის კონტროლის ოპერაციები, მასალების მართვა და ყველა ის პროცედურა, რაც აუცილებელია საქართველოში მოქმედი GMP სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ინსპექტირებისას აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, განისაზღვრება გონივრული ვადა, მომდევნო ნაბიჯებს კი, რეგულირების სააგენტო, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მიხედვით განახორციელებს. რეგულირების სააგენტო, ბანგლადეშის შემდეგ, ინდოეთსა და უზბეკეთში მდებარე იმ საწარმოებს შეამოწმებს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში შემოდის. იმპორტირებული მედიკამენტების მწარმოებელთა ინსპექტირება დამკვიდრებული პრაქტიკაა თურქეთსა და ევროპაში, რომლებთანაც, საქართველო, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული GMP სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საწარმოები მოწმდება, ევროკავშირის მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისია. ჯანდაცვის სამინისტრო, ეტაპობრივად, ქვეყანაში იმპორტირებული წამლების ყველა მწარმოებელი კომპანიის ინსპექტირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის GMP სტანდარტი, ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკა, სავალდებულო, 2022 წლის იანვრიდან გახდა”, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)