00:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 14:40:12, 821 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - შემაშფოთებელია, როცა საქართველოში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან

ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, "არსებობს წვრილი ხაზი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნიადაგს საქართველოშიც "სინჯავს", ქვეყნის წინააღმდეგ კი, ახლა ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. 

ამასთან, შეკითხვაზე, უკრაინაში ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, რა გავლენა მოახდინა ამ ომმა საქართველოში ხალხის ცხოვრებაზე და იყენებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს ნიადაგის მოსასინჯად, როგორ ხდება ეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

"ესაა შეხსენება იმისა, რაც საქართველომ გადაიტანა და რომ ქვეყანა მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. ეს უკვე რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში. ყველაზე მარტივი გზა კი, ჰიბრიდული ომია", - დასძინა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics