17:06 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 12:14:13, 629 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელში პრეზიდენტის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის

ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.  

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "დაცინვაა ის, რაზეც პროცესზე საუბრობენ".

"მინდა გამოვიცნოთ - აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ეს ყველაფერი დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში.

მინდა გითხრათ, რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის - ეს ყველამ იცის, ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა, რაზეც აქ არის საუბარი",- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics