09:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 11:44:16, 654 ნახვა

სამართალი
გორის მუნიციპალიტეტში მოსწავლის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ მუქარის წერილი მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

"წერილი დახვდა მეხუთეკლასელ ბავშვს მერხთან. წერილით სთხოვდნენ ფულს და წერილი შეიცავდა მუქარასაც. სკოლას ჰქონდა სათანადო რეაგირება, მიმართა პოლიციას და ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება. ხელნაწერი იყო, შესაბამისად, არ გაუჭირდება გამოძიებას დადგენა",- უთხრა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

როგორ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics