07:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 16:05:08, 775 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელმა თურქეთიდან თავისი დიპლომატები გამოიხმო. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of israel-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღნიშნულის მიზეზი გახდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომელიც მან სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე გააკეთა.

„თურქეთის მხრიდან ესკალაციის რიტორიკის ფონზე, მე გავეცი დავალება თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა გადამეხედა ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებისთვის“,- ნათქვამია ელი კოენის განცხადებაში.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყანა, ღაზას სექტორში ქმედებების გამო, ისრაელის "ომის დამნაშავედ" გამოცხადებას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics