|
2023-10-28 16:03:41, 850 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური სამნიძეზე და დეკანოიძეზე - ეს ადამიანები ცდილობენ, გაემიჯნონ წაგებულ მხარეს, რომელიც ცდილობდა, ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი
როდესაც ვსაუბრობდით და მეტიც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან, როდესაც ე.წ. ტრიოს ფორმატი იყო და ჯერ არ იყო განსაზღვრული გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიცემა არმიცემის საკითხს გადაწყვეტდა, ჯერ კიდევ მაშინ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ გვქონდა კონკრეტული ინფორმაციები და ეს ინფორმაციები მოდიოდა საერთაშორისო პარტნიორებიდან. გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ ადამიანები დადიოდნენ და ითხოვდნენ, საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის აკეთებდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერი დეპუტატების, ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული განცხადებები. ღუდუშაურის თქმით, "ეს ადამიანები ცდილობენ, გაემიჯნონ წაგებულ მხარეს, რომელიც ცდილობდა არ მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ესენი არიან ბოროტი ძალები და აკეთებენ რუსულ საქმეს". „ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ესენი არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს და პროგრესს. ამის შემდეგ, ბატონი ხაზარაძის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ის ემიჯნებოდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამის გაგრძელება არის ის, რასაც ვხედავთ ქალბატონი სამნიძისგან და ხატია დეკანოიძესგან. სწორია ის მომენტი, რომ ეს ადამიანები ხედავენ იმას, რომ ის გემი, რომელშიც ეს ადამიანები ყველანი ერთად ისხდნენ და ამ გემით ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ და ჩაეხერგათ გზა ქვეყნის განვითარების, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოცემისა და ამ გზით როგორმე გამოეწვიათ რევოლუციური თუ ხელოვნური ტემპერატურის აწევის მომენტი და ამ გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, გნებავთ სისხლისღვრის ფასად, ასეთ დროს, ცხადია, ეს ადამიანები ცდილობენ, გაემიჯნონ წაგებულ მხარეს, რომელიც ცდილობდა, ხელი შეეშალა და არ მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ესენი არიან ბოროტი ძალები და აკეთებენ რუსულ საქმეს. თუ რაიმე სახის რუსულ საქმეს აკეთებს, რუსულ რუბლებს იღებს, ეს არიან ეს ადამიანები. ქალბატონი ხოშტარია, ერთი სული აქვს როდის დაერიცხება რუსული ხელისუფლების მიერ გადმორიცხული რუსული რუბლები. ამის შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან, ჰყოფნით უტიფრობის ხარისხი და აპროტესტებენ იმას, თითქოს ქვეყანა რუსეთის მიმართულებით მიდის. ეს ხომ არის ცალსახა ტყუილი. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. ის რომ საქართველომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იარა ქვეყნის ინტერესების დაცვის ხაზით, სწორი პრაგმატული პოლიტიკით, ამის შედეგია, რომ ასეთი ფორუმის შედეგად რეგიონის ლიდერები დიდ ნდობას უცხადებენ საქართველოს და ანიჭებენ ფუნქციას, რომ იყოს მშვიდობის გარანტი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)