01:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 18:46:57, 892 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლაიენის თქმით, ევროკავშირს სურს, რომ გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს... ევროკავშირს სურს გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics