01:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 10:59:27, 635 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საგარეო მოსკოვს - გააძევეთ ჰამასის ტერორისტები ქვეყნიდან

 ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ჰამასის წევრების  მოსკოვში ვიზიტს--

 „ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჰამასის ტერორისტები ქვეყნიდან. ისრაელი ჰამასის მაღალჩინოსნების მოსკოვში მოწვევას განიხილავს, როგორც უხამს ნაბიჯს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და აკანონებს ჰამასის ტერორისტების სისასტიკეს“- ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ჰამასის დელეგაცია. ტერორისტების მხრიდან ვიზიტს ჰამასის პოლიტბიუროს უფროსის მოადგილე მუსა აბუ-მარზუკის ხელმძღვანელობდა.  
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პირობა დადო, რომ აცნობებს რუსებს და მსოფლიო საზოგადოებას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შემდგომი კონტაქტების შესახებ.
ჰამასის ვიზიტი მოსკოვსი ოფიციალურად წინასწარ არ იყო დაანონსებული.
 ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, მიხაილ ბოგდანოვი ყატარში ჰამასის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა.  მან ორგანიზაციის წარმომადგენლებთან რუსი მძევლების დაბრუნებაზე ისაუბრა.
 სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რუსეთი ტრადიციულად ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობას ჰამასთან. შეგახსენებთ: ჰამასი   რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ დაჯგუფებად არ ითვლება.  ჰამასის დელეგაციები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს.  
მოსკოვში ეს ჰამასის ვიზიტი პირველი იყო ისრაელთან ახალი ომის დაწყების შემდეგ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics