01:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 12:51:04, 634 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - საქართველო ბუნებრივი ხიდია, რომელიც ყოველდღიურად მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება

საქართველო - ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა.

"ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო - ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.

ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და ასევე დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები.

შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო, ერთ-ერთი ვარიანტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან, იმისათვის რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics